ცენტრის მისია

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის, სამხერთ ტეხასის სამართლის სკოლის (აშშ) და კორპორაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ და მისი პროგრამის „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში“ საერთო ინიციატივის საფუძველზე

.
დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი დაარსდა 2011 წლის 10 ოქტომბერს.  ცენტრის მისიაა ქართული უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებზე განათლების ხარისხის ამაღლება; სამართალმცოდნეობის ყველა ქართველი სტუდენტისთვის პროფესიული უნარების, მათ შორის მედიაციის უნარჩვევების დახვეწა; სამართლის პროფესორებისათვის სწავლების მეთოდების განითარების ხელშეწყობა ისევე როგორც პრაქტიკოსი იურისტებისათვის განგრძობადი იურიდიული განათლებით უზრუნველყოფა; იურიდიული ლიტერატურის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ვრცლად
treiningebi

თსუ-ის სტუდენტები და პროფესორები ქ. ბათუმში გამართულ ტრენინგს დაესწრნენ


2012-09-26
უკან

2012 წლის 26-28 სექტემბერს, ბათუმში იორიკის უნივერსიტეტის ექსპერტმა  რიჩარდ გრიმსმა და ამერიკელმა იურისტმა და Public Interest Law Network-ის წარმომადგენელმა  ლუსინე ჰოვჰანისიანმა საქართველოს ხუთი უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის წარმომადგენლებისათვის ჩაატარა ტრენინგი მედიაციაში.


ტრენინგი ორგანიზებული იყო JELIP-ის მიერ და მიზნად ისახავდა სამართლებრივი კლინიკების განვითარებას საქართველოში. სხვა წარმომადგენლებთან ერთად ტრენინგზე იმყოფებოდა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის აკადემიური დირექტორი სოფიო ჩაჩავა და ცენტრის სპეცლაილისტი თიკო ჯავახიშვილი, როგორც თსუ-ის მაგისტრატურის სტუდენტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოდგენილი იყო 3 პროფესორითა და 2 სტუდენტით.


ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, გაეცვალათ გამოცდილება და დაეგეგმათ მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და ფორმები. აგრეთვე, ისინი ჩართულები იყვნენ ინტერაქტიულ სიმულაციებში და განიხილეს რეალური საქმეები.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას დანერგავენ სწავლის პროცესში, რომელიც განსაკუთრებით წაადგებათ 2012 წლის აკადემიური სემესტრის განმავლობაში არსებულ სამართლის კლინიკებს.


თსუ-ის მედიაციის კლინიკა ორგანიზებულია თბილისის მერიის სამართლის კლინიკის საფუძველზე და მისი  საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრულია 10 კრედიტი. თსუ-ის მედიაციის სამართლის კლინიკის განვითარებაში ჩართულია 4 პროფესორი: სოფიო ჩაჩავა,  ალექსანდრე წულაძე და ნატა სტურუა.


მედიაციის კლინიკის სრული კონცეფცია გათვალისწინებული იქნება მომავალი საბიუჯეტო წლისათვის.

ტრეინინგის დასახელებათსუ-ის სტუდენტები და პროფესორები ქ. ბათუმში გამართულ ტრენინგს დაესწრნენ


"/>
სახელი
გვარი
პირადი
ტელეფონი
ელ-ფოსტა
ფაილები
კონტაქტი
მოგვწერეთ

მისამართი: 0179, თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, ოთახი 4.
ტელეფონი: + 995 77 28 24 36
ელ-ფოსტა:
apply.ncard@tsu.ge 

 
COPYRIGHT. 2012
Created By Idea design Group
ამ პროექტის განხორციელება ამერიკელი ხალხის გულისხმიერების შედეგად, USAID-ის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ვებგვერდზე განთავსებული მასალა ქვეყნდება ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის პასუხისმგებლობით და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოსაზრებებს.