ცენტრის მისია

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის, სამხერთ ტეხასის სამართლის სკოლის (აშშ) და კორპორაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ და მისი პროგრამის „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში“ საერთო ინიციატივის საფუძველზე

.
დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი დაარსდა 2011 წლის 10 ოქტომბერს.  ცენტრის მისიაა ქართული უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებზე განათლების ხარისხის ამაღლება; სამართალმცოდნეობის ყველა ქართველი სტუდენტისთვის პროფესიული უნარების, მათ შორის მედიაციის უნარჩვევების დახვეწა; სამართლის პროფესორებისათვის სწავლების მეთოდების განითარების ხელშეწყობა ისევე როგორც პრაქტიკოსი იურისტებისათვის განგრძობადი იურიდიული განათლებით უზრუნველყოფა; იურიდიული ლიტერატურის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ვრცლად
siaxleebi

საჯარო ლექცია კლიენტის წარმომადგენლობა მედიაციაში

2016-11-17
უკან

                    logo.jpg                          


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი  გიწვევთ ინგლისურენოვან საჯარო ლექციაზე: 

 

კლიენტის წარმომადგენლობა მედიაციაში ამერიკელი პროცესუალისტის პერსპექტივიდან. 

 

ღონისძიება გაიმართება  2016 წლის 21 ნოემბერს, 17:00 საათზე  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსის 06 აუდიტორიაში.  საჯარო ლექციას გაუძღვება ჩიკაგოს უმსხვილესი იურიდიული ფირმის ,,ჰინშოსა და ქალბერტსონის“ პარტნიორი - დევიდ ალფინი. 

 

 დამატებით გთხოვთ, იხილოთ თანდართული ინფორმაცია საჯარო ლექციის შინაარსზე.

  

 დასწრება გთხოვთ დაადასტუროთ  ელექტრონულ მისამართზე:

   Apply.ncadr@tsu.ge

კონტაქტი
მოგვწერეთ

მისამართი: 0179, თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, ოთახი 4.
ტელეფონი: + 995 77 28 24 36
ელ-ფოსტა:
apply.ncard@tsu.ge 

 
COPYRIGHT. 2012
Created By Idea design Group
ამ პროექტის განხორციელება ამერიკელი ხალხის გულისხმიერების შედეგად, USAID-ის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ვებგვერდზე განთავსებული მასალა ქვეყნდება ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის პასუხისმგებლობით და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოსაზრებებს.