ცენტრის მისია

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის, სამხერთ ტეხასის სამართლის სკოლის (აშშ) და კორპორაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ და მისი პროგრამის „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში“ საერთო ინიციატივის საფუძველზე

.
დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი დაარსდა 2011 წლის 10 ოქტომბერს.  ცენტრის მისიაა ქართული უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებზე განათლების ხარისხის ამაღლება; სამართალმცოდნეობის ყველა ქართველი სტუდენტისთვის პროფესიული უნარების, მათ შორის მედიაციის უნარჩვევების დახვეწა; სამართლის პროფესორებისათვის სწავლების მეთოდების განითარების ხელშეწყობა ისევე როგორც პრაქტიკოსი იურისტებისათვის განგრძობადი იურიდიული განათლებით უზრუნველყოფა; იურიდიული ლიტერატურის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ვრცლად

 

 

თბილისის მედიაციის დღეები 2016

21-22 ნოემბერი 2016 წელი

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ 

თბილისი, საქართველო

 

სასამართლოების გადატვირთულობის გამო, საქართველოს მოსახლეობისთვის გართულებულია მართლსაჯულების ხელმისაწვდომობა.

მედიაცია ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი საშუალებაა. მედიაციის პროცესში, სათანადოდ მომზადებული მიუკერძოებელი მესამე პირები ეხმარებიან მოქალაქეებს და ბიზნესის წარმომადგენლებს სამოქალაქო დავების სწრაფად, ეფექტიანად და ურთიერთშეთანხმებით გადაწყვეტაში ხანგრძლივი და ძვირადღირებული სასამართლო წარმოების გარეშე.

მედიაცია არ არის ახალი საქართველოსთვის. საუკუნეების მანძილზე, მედიაცია გამოიყენებოდა მოდავე მხარეების შესარიგებლად. დრო მოვიდა, მოხდეს ტრადიციული მედიაციის დახვეწა თანამედროვე ინსტიტუციური ფორმისა და  საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

სახელმწიფო, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების დახმარებით, მედიატორთა ასოციაციებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად  აქტიურად უწყობს ხელს მედიაციის განვითარებას საქართველოში; მათ შორის, მედიაციის შესახებ კანონპროექტის შემუშავებასა და მედიაციის თანამედროვე სტანდარტების შესაბამად დანერგვას.

ამ მიზნით, 2016 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარდება თბილისის მედიაციის დღეები - პირველი მსხვილმასშტაბიანი საერთაშორისო კონფერენცია მედიაციის შესახებ საქართველოში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ამ სფეროს წამყვანი ექსპერტები და პრაქტიკოსი იურისტები ხუთი ქვეყნიდან.

ქართველ ექსპერტებს და დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება ექნებათ გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას მედიაციის სფეროში, ასევე განსხვავებულ მიდგომებსა და მათ პრაქტიკულ შედეგებს.

კონფერენცია ხელი შეუწყობს მედიაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობის დასრულებას, რომელიც მზადდება შესაბამისი ასოციაციების მიერ ევროკავშირის  ფინანსური ხელშეწყობით.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული დღის წესრიგი.

მონაწილეობის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე tbilisimediationdays@gmail.com ან შეავსეთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა ამ ბმულის გამოყენებით https://goo.gl/forms/TPA8rjQZwTS5BIcv1 მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

 

 

 
გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი საიტი?

  • დიახ
  • არა
Ajax Loader
კონტაქტი
მოგვწერეთ

მისამართი: 0179, თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, ოთახი 4.
ტელეფონი: + 995 77 28 24 36
ელ-ფოსტა:
apply.ncard@tsu.ge 

 
COPYRIGHT. 2012
Created By Idea design Group
ამ პროექტის განხორციელება ამერიკელი ხალხის გულისხმიერების შედეგად, USAID-ის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ვებგვერდზე განთავსებული მასალა ქვეყნდება ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის პასუხისმგებლობით და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოსაზრებებს.